ხვალ, 29 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ლომოურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში 200 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა, რაშიც კომპანიამ 200000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 29 მარტს, 16:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 მარტს, დღის 16:00 საათიდან 30 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურისა და ლებანიძის ქუჩებს და გასასვლელებს, შარტავას გამზირის N 4, 6, 8, 10, 12 და 14;
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის