რუსთავთან დამაკავშირებელ რომელ გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია

2024-03-28 19:40:15

გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას ჯამში 25 ლოკაციაზე გეგმავს. 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო პროექტების დასრულების თარიღი ინდივიდუალურად, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, 2024 წლიდან 2026 წლამდეა გაწერილი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ყველაზე ძვირადღირებული გზების მონაკვეთების შესახებ ინფორმაციას, რომლის რეაბილიტაცია/მშენებლობაც წელს იგეგმება:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+490 მონაკვეთის) მშენებლობა - 245,886 მლნ ლარი;

2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდიდ-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (კმ141-3. კმ154 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები -27,053 მლნ ლარი;

3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი -ბენარას საავტომობილო გზის (კმ32+000-კმ47+800 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 25,134 მლნ ლარი;

4. ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი) -16,352 მლნ ლარი;

5. რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი), გზის (კმ 11-კ19 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,959 მლნ ლარი;

6. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის (კმ5-კმ15 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,772 მლნ ლარი;

7. ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 12,655 მლნ ლარი;

8. რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) გზის (კმ0-კ10 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები - 12,000 მლნ ლარი;

9. ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის საავტომობილო გზის (კმ22-კმ32 მონაკვეთის) რეაბილიტაცია - 11,982 მლნ ლარი;

10. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი III (კმ25.5-კმ35.9) – 11,394 მლნ ლარი.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი