რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე ახალი სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწყობის სამუშაოები ჩატარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე დართული დოკუმენტების მიხედვით სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწყობის სამუშაოები იგეგმება: გაგარინის N2, N2ა, ლომოურისა და ახმეტელის ქუჩაზე, მე-12 მკრ-ნის N9-ში.
სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 722 893 ლარია გამოყოფილი.