რუსთავის 2015 წლამდელების საფეხბურთო გუნდი "ოლიმპი" მშვიდობის თასის გამარჯვებულია.
ტურნირი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 25-მდე გუნდა მიიღო.
ფინალურ შეხვედრაში გიგი კინწურაშვილისა და ლევან ჯინჭარაძის გაწვრთნილი ფეხბურთელები თბილისის "ამერს" შეხვდნენ.
რუსთაველებმა მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, MVP, სწორედ რუსთაველი გაბრიელ ჯანჯღავა გახდა, საუკეთესო მეკარის ტიტულიც ასევე რუსთაველმა არჩილ ზურაბაშვილმა მოიპოვა.