რუსთავში სურსათის 2 მაღაზია გაქურდეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" ერთ-ერთი ფილიალი და მის გვერდზე ხილ-ბოსტნეულის მაღაზია არასრულწლოვანებმა გაქურდეს. მაღაზიებიდან თამბაქოს ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქტია წაღებული.
სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებული ჰყავთ არასრულწლოვანები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.