რუსთავის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში აზიის განვითარებისა ბანკის წარმომადგენელი და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, პარლამენტარებს ირაკლი შატაკიშვილსა და ალექსანდრე დალაქიშვილს შეხვდნენ. [ვიდეო/video]
შეხვედრაზე მწვანე ინდუსტრიული პარკების, სპეციალური ეკონომიკური ზონების განვითარებისა და აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"რუსთავის მერიის გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის პოტენციალი და შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და ათვისებული, რათა შევქმნათ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული თითოეული რუსთაველისთვის",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პარლამენტის რუსთაველი დეპუტატის ალექსანდრე დალაქიშვილის თქმით, რუსთავის პოტენციალისა და შესაძლებლობების გასაცნობად მნიშვნელოვანია დონორებთან ურთიერთობა.
"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა აზიის განვითარების ბანკის ჯგუფთან. ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დონორებთან ურთიერთობა, რათა მათ გავაცნოთ ქალაქის პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს ქალაქს შეიძლება გააჩნდეს. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი იყო შეხვედრა და საინტერესო აქცენტები იქნა გაკეთებული ქალაქის განვითარების მიმართულებით, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა და სივრცითი განვითარების დაგეგმარება კიდევ უფრო თანამედროვე საერთასორისო პრაქტიკის გამოყენებით",- განაცხადა დალაქიშვილმა.