რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში წარმოდგენილია რამდენიმე ათასი ექსპონატი, რომელიც თეატრის გახსნიდან, 1967 წლიდან დღემდე შეგროვდა.
ექსპონატებს შორისაა როგორც ფოტომასალა, ასევე დოკუმენტები, ფირები და ასე შემდეგ.
გახსნას ესწრებოდა ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები.
"ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში თეატრი ძალიან დიდ როლს ასრულებდა და დღესაც ძალიან აქტიურადაა დატვირთული ძალიან ბევრი სპექტაკლით, რომელიც უყვარს რუსთაველებს. პრემიერებს გეგმავენ, კომედიის ფესტივალი არის ასევე დიდი საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის.
მუზეუმი კიდევ ერთხელ გაახსენებს, როგორც თითოეულ რუსთაველს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც სტუმრად ჩამოვლენ, რომ ამ თეატრს აქვს ძალიან დიდი ისტორია. განსაკუთრებით ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები მოვიყვანოთ თეატრში. რა თქმა უნდა, წარსულის დახვედრება და იმ ისტორიული მომენტების გახსენება და ცოდნა ახალგაზრდებისთვისაც არის მნიშვნელოვანი",- განაცხადა ლაცაბიძემ.