დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს

2024-03-22 13:46:27

თბილისში დაკარგული 20 წლის ბიჭი იპოვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცის ოჯახს სამედიცინო დაწესებულებიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ახალგაზრდა გუშინ დილით კლინიკაში შეიყვანეს.

ბიჭი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, თბილისში 20 წლის მამაკაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები