20 წლის ბიჭს ეძებენ

2024-03-22 13:15:35

თბილისში 20 წლის ბიჭი დაიკარგა.

როგორც "ინფო რუსთავს" დაკარგულის დამ განუცხადა, ახალგაზრდა კაცს უკვე მე-3 დღეა ეძებენ.

მისივე ინფორმაციით, ბიჭი 20 მარტს, საღამოს საათებში სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები