რუსთავში, მე-11 მიკრორაიონის N4-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება.
"არის კანალიზაცია გაჭედილი და უკვე ფეკალიები ამოდის სახლებში. კატასტროფა ხდება 1-ელ სართულზე. უკვე 3 დღეა ბავშვებიც და დიდებიც ამას ვსუნთქავთ. დავრეკე ყველგან, თუმცა უშედეგოდ", - აცხადებს ადგილობრივი.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კომპანია GWP-ის დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია ინფორმირებულია. 2 დღის წინ მოხდა ქსელის გაწმენდა, დღესაც მივლენ და დამატებით გაწმენდენ", - აცხადებენ GWP-ში.