ნებადართულია თუ არა სადარბაზოში სიგარეტის მოწევა

2024-03-19 15:06:15

შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ იყოს ცნობილი, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით, თამბაქოს მოხმარება სადარბაზოებსა და ლიფტებში უკვე დიდი ხანია აკრძალულია. 

როგორც კანონში ვკითხულობთ, მოწევა ნებადართული სადარბაზოებსა და ლიფტებში არ არის, რადგან მრავალბინიანი სახლის საერთო ქონებას წარმოადგენს. ასევე, მრავალბინიანი სახლის საერთო ქონებაა ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი და სახურავი.

კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში მოწევს, რომელიც საერთო ქონებას ეკუთვნის, იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 100 ლარით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები