რუსთავში კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, 50 წლამდე კაცმა ყოფილ მეუღლეს ბინაში მიაკითხა, კარზე უკაკუნებდა და ბინაში შესვლას ითხოვდა.
არსებული ინფორმაციით კაცმა გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ეკრძალებოდა ყოველგვარი კომუნიკაცია და მიახლოვება ყოფილ ცოლთან.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. კაცი ადგილზე დააკავეს.