13-15 მარტის განმავლობაში რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს. მიზეზი ავტობუსების გეგმური ტექნიკური დათვალიერება.
"2024 წლის 13 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით,რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები გეგმიურ ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის,რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.