რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 30 წლამდე კაცი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც კლინიკის თანამშრომლებს, ასევე მის თანმხლებ პირს, დედას.
ინფორმაცია ფაქტის შესახებ დაგვიდასტურა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემაც.
"ფსიქიური პაციენტია. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ. დაცვის თანამშრომელსა და დედამის ჩაარტყა თავში. სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაა საუბარი. დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის ღილაკი გვაქვს, შემდეგ გამოუძახეს პოლიციასაც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ბახტაძემ.
სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დააკავეს.