ძველ რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდა

2024-03-04 14:15:17

ძველ რუსთავს წყალმომარაგება შეეზღუდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ჯვპ-ში" განუცხადეს, წყალმომარაგების მიზეზი სატუმბო სადგურისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების შეზღუდვა გახდა.

"მარის არხის დასახლებაში, მესამე აწევის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. კომპანია ინფორმაციას  წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ დამატებით გაავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

მარის არხის დასახლებას, მერაბ კოსტავას გამზირს, სუმგაით-მეტალურგების, დონეც-მეტალურგების, ფიროსმანის, 1 მაისის, 9 მაისის, რუსთაველის,  სპორტის, მშენებელთა,  კონსტიტუციის,  ქაშაკაშვილის, სააკაძის, გაგარინის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, არაყიშვილის, ბარათაშვილის, იაკობ გოგებაშვილის, სარაჯიშვილის, ლევან იოსებიძის,  ოდიშარიას, კომუნალების, ბალანჩივაძის, დავით გარეჯის, ოსტროვსკის, მაიაკოვსკის, ზედგენიძის, ბელიაშვილის, ასლანიკაშვილის, ბათუმის, წმინდა ნინოს, წერეთელის, დუმბაძის, გომელაურის, ბოსტანქალაქის,  ჭავჭავაძის ქუჩებს",- აცხადებენ ჯვპ-ში.

ამ ეტაპზე კომპანიაში წყალმომარაგების აღდგენის დროს ვერ ასახელებენ.