რუსთავმა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მე-8 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში ჩატარდა.
მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ რუსთაველი სპორტსმენები, რომლებმაც 6 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს.
რუსთავის ძალისმიერი სამჭიდის გუნდის შედეგები:
გიორგი გელაშვილი - ოქროს მედალი, ძალისმიერი სამჭიდი.
მარიამ ბეგლარაშვილი - ოქროს მედალი, ძალისმიერი სამჭიდი.
ჯაბა სეფიაშვილი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.
ზუკა ღვინიანიძე - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.
ალეკო სიდანოვი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.
თაზო წიკლაშვილი - ოქროს მედალი, კატეგორია წოლჭიმი.
გიორგი გელაშვილმა დაამყარა ევროპის რეკორდი წოლჭიმი და გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება ჯაბა სეფიაშვილი.
ხოლო მარიამ ბეგლარაშვილი, რომელიც პირველი რუსთაველი ქალი სამჭიდელია, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.