რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება 1-ელი საათიდან ვერ აღუდგება.
ამის შესახებ შეტყობინებები მოქალაქეებმა კომპანია GWP-სგან მიიღეს.
როგორც შეტყობინებაში ვკითხულობთ, წყალმომარაგება აბონენტებს 21:00 საათიდან აღუდგებათ.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდების დრომ ცურტაველის ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო გადაიწია.