1 მარტს რუსთავში არსებულ ყველა ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება.
ამის მიზეზი ქალაქში 36 საათიანი წყალმომარაგების შეზღუდვაა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს "ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანებაში” განუცხადეს, მათ 29 თებერვლისთვის წყლის მარაგი უკვე მომზადებული აქვთ, ამიტომ სააღმზრდელო პროცესი არ შეწყდება, ხოლო 1 მარტს ყველა ბაღი დაისვენებს.
"მშობლები უკვე ინფორმირებულები არიან. დღევანდელი მარაგით ხვალ უზრუნველვყოფთ ყველა ბაღს და პრობლემა არ შეიქმნება. ზეგინდლისთვის ფიზიკურად არ იქნება მარაგი და მხოლოდ ერთი დღე, 1 მარტს არ იქნება სააღმზრდელო პროცესი",- განაცხადეს გაერთიანებაში.