2024-02-27 18:11:03
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში კაცი მოკლეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.