რუსთავი-თბილისის მატარებელი

2024-02-26 00:28:25

უკვე ორი წელია თბილისი-გარდაბნის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა მუშაობა განაახლა.

ამ მარშრუტის შესრულების დროს მატარებელს მგზავრები რუსთავიდანაც აჰყავს.

რეისი ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ შესრულდება.

როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელი თბილისიდან 07:10 საათზე გამოსვლის შემდეგ რუსთავის რკინიგზის სადგურზე 08:00-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 8:25 საათზე გამოსვლის შემდეგ 08:37-ზე.

19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთავის სადგურში 19:52-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 20:20-ზე გამოსვლის შემდეგ  20:32-ზე.

რუსთავიდან მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები