ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის დაღუპვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს.
ინფრომაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.