ვტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში 2 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანის საჭესთან ახალგაზრდა ქალი იჯდა, ისინი ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.