სატვირთო კლდეს შეეჯახა

2026-09-26 12:08:03

გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი კლდის ნაწილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო საცობია. 

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მმომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.