როგორია ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა [video]

2024-02-02 19:41:42

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. [ვიდეო/video]

კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა რევაზიშვილის თქმით,60 წლამდე ქალს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

"პაციენტი შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოს მიერ, სხეულის მსუბუქი დაზიანებით, მარჯვენა ქვემო კიდურის მუხლისა და წვივის ზედაპირული ტრავმით და მცირე ზომის ჭრილობით. გაეწია კონსულტაცია, ჩაუტარდა კვლევები და გაეწერება ბინაზე", - აცხადებს რევაზიშვილი.

შეგახსენებთ, ავარია თოდრიას ქუჩაზე მოხდა. შუახნის ქალი იმ გაჩერებაზე იდგა, რომელსაც ავტომობილი შეეჯახა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები