ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2026-10-20 18:10:08

წალენჯიხაში ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ დროისთვის უცნობია.