რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე მდგომ ქალს შეეჯახა [video]

2024-02-02 14:28:14

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგომ ქალს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი" თემაზე მუშაობას აგრძელებს.

დეტალური ინფორმაცია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენს საინფორმაციო გვერდებზე, უახლოეს პერიოდში განთავსდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები