პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაკავებულები 29, 28 და 44 წლის მამაკაცები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულები პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ სახლებს და მათ მიერ მიყენებული ზარალი მილიონ ზლოტს აჭარბებს.
დაკავებულებს ბრალი 48 საქმეზე აქვთ წაყენებული. პოლონური მედია იუწყება, რომ პოლიცია აღნიშნული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის დაკავებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა.
დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.