რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ქუთაისის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მგზავრი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტს გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.