რუსთავში დაკარგული 12 წლის გოგონა იპოვეს

2023-11-26 00:30:14

რუსთავში დაკარგული მოზარდი პოლიციამ იპოვა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მოზარდი უვნებელი და ის თავს კარგად გრძნობს.

საინფორმაციო სააგენტო დამატებით დეტალებს აზუსტებს.

შეგახსენებთ, 12 წლის გოგონა მეგობრობის გამზირე რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა.