უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ისინი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ამასთან, ქართული ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჭრილია 9 ქართველი მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.