იცოდი? - რომ 81 წლის წინ რუსთავში ავიაკატასტროფა მოხდა.
იქამდე სანამ, რუსთავში აქტიურ მშენებლობას დაიწყებდნენ, სამხედრო აეროდრომი იყო.
აეროდრომი, დიდი ალბათობით, გაშლილ მინდორზე დღევანდელი მეტალურგიისა და ცემენტის ქარხნების მიმდებარედ უნდა ყოფილიყო.
სამხედრო აეროდრომზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პილოტები წვრთნებს გადიოდნენ. აქ იყო სამხედრო საავიაციო სკოლა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავების (LaGG-3) 20 ერთეულს ფლობდა. საავიაციო სკოლაში 23 პილოტი იყო.
1942 წლის 25 აპრილს ერთ-ერთი სასწავლო ფრენის დროს აეროდრომზე ავიაკატასტროფა მოხდა.
საავიაციო ავარია მსხვერპლით დასრულდა, დაიღუპა პილოტი.
ამ ფოტოზე ნაჩვენებია თვითმფრინავის ტრაექტორია და ადგილი, სადაც ავარა მოხდა.