რუსთავში დენის მოსვლის შემდეგ 20-ზე მეტ ოჯახში ტექნიკა დაზიანდა [video]

2023-11-13 23:58:33

რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე ელექტრო ენერგიის მოსვლის შემდეგ 20-ზე მეტ ოჯახში ელექტრო ტექნიკა დაზიანდა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, "ენერგო პროს" გეგმური სამუშაოების გამო დღის პირველი საათიდან ხუთ საათამდე ელექტრო ენერგია არ ჰქონდა.

მათი თქმით, დენი მაღალი ძაბვით მოვიდა, რის გამოც ელექტრო ტექნიკა დაუზიანდათ.

"წამიერად გაითიშა და ისევ მოვიდა. წამიერად მოსვლის პროცესში აბღუილდა, სუნი გაუშვა აპარატურამ და ჩაქრა ეგრევე დენი. მთელ ქუჩას აქვს ეგ პრობლემა, ყველასთან გადაიწვა ტექნიკა. როგორც ჩვენ გავიგეთ, იყო მაღალი ძაბვა. ფაზა ნულის მაგივრად 2 ფაზა იყო მიერთებული. 5 კონდიციონერი დაგვეწვა ჩვენ, ყავის აპარატი, გამწოვი, ე.წ. კალონკა, ვაიფაი მოწყობილობები. ვისაც გათბობის ქვაბი ჰქონდა ჩართული, ყველას დაეწვა",- განგვიცხადა ადგილობრივმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, აბონენტებმა მათ განცხადებით უნდა მიმართონ, შესაბამისი კომისია დაადგენს ჰქონდა თუ არა ძაბვის ცვალებადობას ადგილი იმ დროს, რის შემდეგაც ოჯახებთან მოხდება ინდივიდუალური კონტაქტი და აუნაზღაურდებათ ზარალი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები