რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.
ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.