რუსთავში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

2023-11-01 00:15:05

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან 30 წლამდე გოგონა გადმოვარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა გოგო ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მეორე სართულის სარეცხის თოკებს დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი დახვდა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები