რუსთავში სამშენებლო ნაგვის დაყრის გამო 13 ჯარიმა დაიწერა

2023-10-26 17:53:00

რუსთავში 2023 წლის იანვრიდან დღემდე სამშენებლო ნაგვის დაყრის გამო 13 ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო ნაგვის დაყრა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხდება, თუმცა ძირითადად მე-11 მიკრორაიონის და ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.

"გვაქვს კიდევ 13 ადმინისტრაციული ჯარიმა დაწერილი, რაშიც შედის სამშენებლო ნაგვის განთავსება სხვადასხვა ტერიტორიაზე, უფრო მეტად მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე ხდება, ასევე ჭყონდიდლის დასახლებისკენ, ე.წ. კუზიან ხიდთან.

მაქსიმალურად ჩვენი თანამშრომლები პატრულირებენ, რომ ფაქტები გამოავლინონ. მაქსიმალურად ვაჯარიმებთ ამ ხალხს, რომ მივიდეთ იმ თვითშეგნებამდე არ მოხდეს ქალაქის დაჯარიმება, რადგან შემდეგ ქარი ამტვერებს და ეს სამშენებლო ნაგავი ქალაქში შემოაქვს",- განაცხადა ბაჩო ხაჩიძემ.

ცნობისთვის, ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგვის დაყრისთვის ფიზიკური პირი 200 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული 1000-ით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები