რუსთავში დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა მეგობრობის გამზირის მიმდებარედ, ნათესავთან იმყოფებოდა. ბავშვი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს.
11 წლის მოზარდი დღეს, დილის საათებში გაჩინარდა. როგორც ირკვევა, ის დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე აღარ მისულა.
ბავშვის საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო რუსთავის პოლიცია.