რუსთავის სკოლების დიდ ნაწილში მალე დირექტორები შეიცვლებიან. პროცესი უკვე დაწყებულია და ცოტა ხანში, ცნობილი ოფიციალურად გახდება, რომელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვინ უხელმძღვანელებს.
"ინფო რუსთავმა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, ვინ სად არის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატად.
გთავაზობთ ჩამონათვალს:
N2 სკოლა - ნინო გავაშელი (N21 სკოლის ყოფილი დირექტორი);
N3 სკოლა - ნინო მუმლაძე (ბუღალტერი კოლეჯ "მოდუსში");
N4 სკოლა - ლია ჯღარკავა (N7 სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი);
N5 სკოლა - ეკა ცხვედაძე (N22 საჯარო სკოლის დირექტორი);
N7 სკოლა - მაია ბუაძე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე);
N10 სკოლა - მანანა ფიროსმანაშვილი (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N11 სკოლა - ნაიარა ქარუხნიშვილი (N6 სკოლის ყოფილი დირექტორი);
N12 სკოლა - მარინა ბულია-მელქაძე (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N14 სკოლა - ნონა ლორია (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N15 სკოლა - შალვა კერვალიშვილი (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი N4 სოლაში);
N16 სკოლა - ირინა მელქაძე (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N17 სკოლა - ნელი ლიქოკელი (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N18 სკოლა - ნატალია ჯავახიშვილი (ამავე სკოლის მოქმედი დირექტორი);
N20 სკოლა - ნინო ბეგაძე (N8 სკოლის ყოფილი დირექტორი);
N22 სკოლა - სოფიკო ვარდიაშვილი;
N21 სკოლა - გიორგი შეყილაძე (მე-11 სკოლის ყოფილი დირექტორი);
N24 სკოლა - თამარ გოგაძე (N5 სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი);
ვინაიდან ოფიციალური უწყებებისგან ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, სტატიაში მოცემული მონაცემები არ არის სრული და ჩამონათვალს აკლია რამდენიმე საჯარო სკოლა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორობის კანდიდატობის მსურველი არ გამოუჩნდა 26-ე და მე-8 საჯარო სკოლებს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით მიღებული რა გადაწყვეტილება იქნება.
როგორც გამოიკვეთა, ნაკლებსავარაუდოა, რომ დირექტორებს, რომლებიც სკოლებს ჯერ მხოლოდ ერთი ვადით მართავდნენ, ცვლილებები შეეხებათ. მათ კი, ვისაც უკვე 2 ვადაც ამოეწურათ და ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არა არჩეული, არამედ სამინისტროს მიერ დანიშნული, მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები არიან, არჩევანის გაკეთება ქალაქში არსებულ სხვა სკოლებზე მოუწიათ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩამონათვალში ვერ შეხვდებოდით საკმაოდ ცნობილ სახელებსა და გვარებს, იმ პირებისა, რომლებიც უკვე წლებია რუსთავში სკოლებს მართავენ. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზოგიერთი დირექტორი, ვისაც უფლება აღარ ჰქონდა დაწესებულებაში მემსამე ვადით დარჩენილიყო, კარიერას ამ მიმართულებით აღარ აგრძელებს.
და ბოლოს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ისინი, ვინც ახლა კანდიდატები არიან, რეალურად, ჩამონათვალში აღნიშნული სკოლების დირექტორები გახდებიან. ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ დაწესებულებებს სამინისტროს მხრიდან წარდგენილი, დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი ჰყავთ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს, სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, მეორე ეტაპზე კი 755 პირი გადავიდა.
წესები უფრო გასაგები რომ იყოს, იმას, თუ სერთიფიცირებული პირებიდან რომელ სკოლაში ვინ იქნება წარდგენილი, სამინისტრო წყვეტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, დაწესებულების სამეურვეო საბჭო იღებს.
კანონის მიხედვით, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატს აქვს უფლება, თავად მიუთითოს, რომელ სკოლაში სურს რომ იმუშაოს.
თუ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სკოლა არც ერთს არ აირჩევს, მაშინ სამინისტროს უფლება აქვს, დირექტორი თავად დანიშნოს.