რუსთაველმა სპორტსმენებმა თბილისში "კავკასიის ღია ჩემპიონატზე" წარმატებით იასპარეზეს.
ორგანიზაცია "აბუდაბი ჯიუ-ჯიცუ პროს" ორგანიზებულ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატზე, რომელშიც 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ამიკო სვიმონიშვილის გაწვრთნილმა 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა სიმონიშვილმა და 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსანდრე წიკლაურმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
"კავკასიის ღია ჩემპიონატზე" ამიკო სვიმონიშვილის, როგორც მწვრთნელის, დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.