რუსთავში სასწრაფოს ექიმმა ახალგაზრდა კაცს გაჩერებული გული აუმუშავა

2023-09-26 22:55:43

რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-7 ბრიგადის ექიმმა, ირაკლი გობეჯიშვილმა ახალგაზრდა მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფოს ექიმი იხსენებს, პაციენტს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.

ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და სუნთქვა დაიწყო.

პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები