კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერმა გადაუარა, გარდაიცვალა

2023-08-16 23:02:27

გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერდა, კაცს სკუტერმა ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე გადაუარა.

კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.