ძარცვა ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში

2023-08-09 11:14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ც. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, სადაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა თანხის ნაწილი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.