მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინების საფუძველზე ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გააგზავნეს, თუმცა, იმ დროს, როცა სახანძრო სამაშველო ჯგუფი ადგილზე მივიდა, მოზარდი მდინარიდან მოქალაქეების მიერ უკვე ამოყვანილი იყო.
სამაშველო ჯგუფმა მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა