ზღვაში მოზარდი დაიხრჩო, მეორე მოზარდს კი ეძებენ

2023-08-07 23:24:34

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: რუსთავი 2

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები