რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2023-08-03 14:29:33

რუსთაველმა სპორტსმენმა, ჯაბა სეფიაშვილმა კლასიკური წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე წარმატების იასპარეზა.

20 წლის რუსთაველმა, რომელიც 59 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ჩემპიონატზე 147,5 კგ ასწია და ვერცხლის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 100-ზე მეტი სპორტსმენი ღებულობდა.

ჯაბა სეფიაშვილი ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები