რუსთავში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [photo]

2023-08-02 23:42:47

რუსთავში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოძრაობის დროს შენიშნა, რომ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილი გააჩერა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დარეკა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები