რუსთავში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციისთვის 2 მაღაზია დააჯარიმეს

2023-08-13 00:18:35

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში რუსთავში 2 სურსათის მაღაზია დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ მაკარაძემ მიაწოდა.

მისი თქმით ობიექტები 200 და 500 ლარიანი ჯარიმები ვადაგასული პროდუქტების რეალიზაციისთვის დაუწესდათ.

საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 36 ობიექტში ჩატარდა,  ქვემო ქართლის მასშტაბით კი 109-ში. რეგიონში ჯარიმა 7 ობიექტს დაეკისრა, დოკუმენტურად შემოწმდა 15, ნიმუშის აღება მოხდა 56 ობიექტზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები