თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესულია შეტყობინება, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობაზე.