რუსთავში 100-მდე სალონი შემოწმდა

2023-08-01 20:13:58

პირველი აპრილიდან დღემდე რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა ქალაქში არსებული 100-მდე სალონი შეამოწმა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა დავით იშხნელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის გამოწერილია 200-მდე აქტი.

"სალონებში დაახლოებით 200-მდე აქტი გვაქვს დაწერილი, დაახლოებით 100-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული.

ჯარიმა ჯერ არ ყოფილა. ახლა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ლოკაციაზე, სტამბულის ბაზარზე გადავედით და იქაც ისეთი განწყობაა, რომ თუ რამე შესაცვლელი/გამოსასწორებელი იწყებენ.

ცოტა მასშტაბური ჩარევა მოუწევთ. გარე კანალიზაციებია მოსაწყობი. წინააღმდეგობები და სირთულეები აქაც არ შეგვხვედრია",- განგვიცხადა დავით იშხნელმა.

ცნობისთვის, სალონებში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მეპატრონე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები