რუსთავში 38 გველი დაიჭირეს, მათ შორისაა შხამიანიც

2023-08-01 15:52:41

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ივლისი თვეში 48 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 80 გამოძახება შევიდა, საიდანაც 48 დადასტურდა, მათ შორის ერთი შხამიან გველზე.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა - 16, ჩვ. ანკარა - 6, წითელმუცელა მცურავი - 7, წენგოსფერი მცურავი - 6, კატისთვალა - 1, გველხოკერა - 3, წყნარი ეირენისი - 5 გიურზა - 1, თითტიტველა გეკონი - 3.

იშხნელის ინფორმაციით, გასულ თქვეს ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები