რუსთაველი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

2023-07-31 20:34:42

ბათუმში საერთაშორისო ტურნირზე "შავი ზღვის გათამაშება ძალისმიერ ორჭიდში, ამოწევასა და ბიცეფსში" რუსთაველმა სპორტსმენმა გიორგი ტივაძემ წარმატებით იასპარეზა.

რუსთაველმა მონაწილეობა ბიცეფსზე წონის ამოწევაში 67 კგ წონით კატეგორიაში მიიღო და აბსოლუტურ საუკეთესო სამეულში პირველი ადგილიც დაიკავა.

21 წლის გიორგიმ 80 კგ-ს აწევით საქართველოს რეკორდი მოხსნა.

ბათუმში გამართულ ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები